ბიძინა ივანიშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სპეციალური წერილის გამოქვეყნებას გეგმავს, სადაც ის მიმდინარე მოვლენების მიმართ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას გეგმავს.

ივანიშვილი “ფუნიკულიორში” საქართველოს დამოუკიდებულობის აღდგენისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

“გილოცავთ. ბედნიერება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას. თავისუფლების აღდგენა მეტი აღარ დაგვჭირვებოდეს და ჩვენს მომავალ თაობებს ბედნიერ საქართველოში ეცხოვროს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიზნესმენმა ჟურნალისტებთან მისი ღია წერილის შესახებაც ისაუბრა.

“ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. იქ ყველაფერს მიმოვიხილავ. შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ”, – აღნიშნა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, 14 მაისს, პარტია “ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებდა წერილს, სადაც ისაუბრებს იმაზე, რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები.

banner
წინა სტატიაშისტუდენტები განათლების მინისტრთან – შალვა საბაურმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირად ცდილობს, ანტიპიარი აწარმოოს ჩემს მიმართ”