ბიძინა ივანიშვილი: საარჩევნო სიის ფორმირებას ახერხებს გუნდი, კვირიკაშვილის მეთაურობით

თუ საარჩევნო სიის ფორმირებაში ჩემი კონსულტაცია დაჭირდება კვირიკაშვილს, არ დავიზარებ, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესში სექტემბრიდან ჩაერთვება და სავარაუდოდ, კვირაში ორჯერ რეგიონში ჩასვლას და ხალხთან შეხვედრებს გამართავს.

„საარჩევნო სიის ფორმირებას ახერხებს გუნდი, კვირიკაშვილის მეთაურობით. თუ ჩემი კონსულტაცია დაჭირდება, მე არ დავიზარებ. ამ ეტაპზე აქტიურად არ ვმონაწილეობ პროცესებში. რაც შეეხება ჩემს აქტიურობას, სექტემბრიდან დავიწყებ. დაახლოებით წარმოდგენა მაქვს, რომ კვირაში ორჯერ მოვახერხო ორ რეგიონში ჩასვლა, მისი გაშუქება და ხალხთან შეხვედრა“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: პოლიტიკურად „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საქმე საზეიმოდ
შემდეგი სტატიათბილისის არქიტექტურის სამსახურის განცხადება მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით