ბიძინა ივანიშვილი: რუსეთმა რაც მოახერხა, ლომის წვლილი ამაში სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის

“ნაცვლად იმისა რომ მეზობელ სახელმწიფოებს მადა, გემოვნება და სტრატეგია შევუცვალოთ, ვიფიქროთ სწორი ხელისუფლება შევარჩიოთ“, -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, სამეგრელოში, რეგიონულ მედიასთან მიმდინარე შეხვერდაზე რუსეთის ოკუპანტობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ, ძალიან ხშირად ხდება, როდესაც მეზობელი მეზობლის ტერიტორიებს ეხება. ასეთ შემთხვევაში კი ქვეყანას სწორად შერჩეული ხელისუფლება, კარგი პატრონი უნდა ჰყავდეს.
“ახლა არჩევნებია და ხალხმა სწორად უნდა შეარჩიოს ხელისუფლება. ყველა სახელმწიფო საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს. ძალიან ხშირად მეზობელი მეზობლის ტერიტორიებს ეხება. სწორად უნდა შევარჩიოთ ხელისუფლება. ყველას პატრონი უნდა ჰყავდეს. რუსეთმა რაც მოახერხა, ლომის წვლილი ამაში სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. მაკკეინმაც კი აღიარა, რომელიც სააკაშვილს ოდესღაც თავის ფავორიტად ცნობდა, რომ სააკაშვილმა უხეში შეცდომები დაუშვა. რომ არა გაუაზრებელი ქმედება, არაფერიც არ მოხდებოდა და რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა“,- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: არც დავით ნარმანიაა უნაკლო
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიტყვი, რომ მხარი არ დაუჭიროთ „რესპუბლიკელებს“, მაგრამ ამას ვიტყოდი „ლეიბორისტებზე“