ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელების“, „ეროვნული ფორუმისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან შეხვედრას არ გეგმავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელების“, „ეროვნული ფორუმისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან შეხვედრას არ გეგმავს.

ბიძინა ივანიშვილს დღეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გუბაზ სანიკიძის მოსაზრებასთან დაკვშირებით, რომ კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ყოფილი წევრი პარტიების ლიდერებს შეხვდება.

“ამის დრო არჩევნებამდე აღარ არის. კრიტიკა ეს იყო ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პოზიცია მათდამი, რომელიც გამოვხატე“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მშვიდობის მემორანდუმი ხრიკია და ის მმართველმა პარტიამ ყურადღების გადასატანად მოიფიქრა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა : ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ლეგიტიმურია