ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აგონიაში არიან, საიდან მოიგონეს ჰესის ამბავი?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა არ მიმდინარეობს.

„ძალიან ცუდ დღეში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აგონიაში არიან. საიდან მოიგონეს ჰესის ამბავი? მე იუმორით მომიყვნენ და მართალია? მართლა გამოაქვეყნეს? ჰესს ვაშენებ? თანაც ბოტანიკურ ბაღში? როგორ შეიძლება ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენება, როგორც გავიგე ის ადგილი მოშორებით არის. თუ ვინმე ჰესს აშენებს, საუბედუროდ მე არ ვმონაწილეობ ამ ჰესის მშენებლობაი, რომ ვმონაწილეობდე ვიამაყებდი. არც კი ვიცოდი ამ ამბავის შესახებ. კარგია, თუ ვინმე ჰესს აშენებს, უნდა მივესალმო, მე არ მგონია ის ბოტანიურ ბაღში შენდებოდეს და მისი ტერიტორიის განადგურების სანაცვლოდ კეთდებოდდეს, ასეთ სისულელეს არც კახი კალაძე და არც სხვა მთავრობის წევრი ხელს არ მოაწერდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, განმუხურში აპირებს მშენებლობის დაწყებას, რომლითაც აუცილებლად იამაყებს.

„ისეთ ადგილზე, სადაც პირობითად საზღვარი გადის, იქ ვაპირებ მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას. კიდევ რაღაცას ვაპირებ და როცა დამტკიცდება მერე გაგიმხელთ ყველას. იქაც კი მოახერხეს და თემა აწიეს, ზღვას გვართმევსო, ზღვის სანაპიროს გვართმევსო, რითაც სისულელებში და უმეცრებაში გადასული განცხადებები გააკეთეს. რაც მთავარია, მათი ლიდერი დავით აღმაშენებელს, ედრებოდა მშენებლობების ტემპებით. ახლა უფრო დიდი ტემპებით მიდის ყველაფერი. სწორი მშენებლობებით ყველამ უნდა იამაყოს. დღეს მე ვაშენებ და „ნაციონალური მოძრაობამ“ მოახერხა და სიტყვა მშენებლობა ლამის უარყოფოთ სიტყვად აქცია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: სასამართლოს ტელევიზიით არჩევენ და მის განადგურებას ცდილობენ
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება