ბიძინა ივანიშვილი: “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების იმ მეთოდებით დასჯა, რასაც თავად იყენებდნენ, სწორი არ იქნებოდა

ხალხი ვერ დაწყნარდა ემოციურად, ვერ ჩათვალა, რომ მათ პასუხი აგეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიეე-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამართლიანობის აღდგენაზე დასმული შკითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ქუთაისში, გადაცემის “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ივანიშვილმა განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების იმ მეთოდებით დასჯა, რასაც თავად იყენებდნენ, სწორი არ იქნებოდა.

“ნაციონალები” გამოდიან ისევ და უკაცრავად, ისევ ენას გვიყოფენ, ძალა აღარ აქვთ, გვაგინებენ, გვწყევლიან და ისევ გვარწმუნებენ, რომ თეთრი შავია. ამას რა უნდა ვუშველოთ. არ შეიძლება, სხვა ხელწერა გამოვიყენოთ. მთავარი პრობლემა მგონი, გადაწყვეტილია. მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ, ამდენი მაღალჩინოსანი დასჯილიყოს და კიდევ ეს განცდა დარჩეს საზოგადოებაში. ამის მიზეზსაც გეტყვით რა არის. ჩემი აზრით, პირველი ის, რომ საზოგადოების ნაწილს სურვილი ჰქონდა, ისინი დასჯილიყვნენ დაახლოებით იმ წესით, იგივე ხერხით, სრულიად უხეშად, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, მასობირვად შეგვაყარა ციხეში ცემა-ტყეპით. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იქნებოდა. ამ განცდას ყველაზე მეტად აღრმავებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც ძალადობს. უკაცრავად, და დღესაც ენას გვიყოფენ, ბოდიშის მოხდის ნაცვლად. კიდე ძალადობას ახორციელებენ, გვარწმუნებენ, რომ ის იყო ყველაზე კარგი მმართველობა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკიევში ახალგაზრდა წყვილის გატაცების ვიდეო გამოქვეყნდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია 25-მა წევრმა დატოვა