ბიძინა ივანიშვილი: მხარს ვუჭერ ყველა კანდიდატს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წამოაყენა

ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ოცნების მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონში მისი პოპულარობით ახსნა. როგორც ახალციხეში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ენზელ მკოიანს პატივს სცემენ. ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მკოიანი “ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მიმდევარი არ ყოფილა.
“ეს კაცი პოპულარულია, უყვართ და პატივს სცემენ მას. მისი იდეოლოგია ნაცების არ იყო. ხელისუფლებამაც იმ არჩევის პირობებში, რაც მას ჰქონდა, სწორი რეაქცია გააკეთა. მედიასთან თუ არ ურთიერთობენ ცუდია, ყველას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. მე ვუჭერ მხარს ყველა კანდიდატს, რომელიც “ქართული ოცნებიდან” არის წამოყენებული და ეს არის ერთადერთი გუნდი, ვისაც ხელეწიფება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. მაჟორიტარებს, ისევე როგორც მთელ გუნდს აყალიბებს კვირიკაშვილი, მე არ ვარ მონაწილე გუნდის ჩამოყალიბების. არ ვიცნობ მაჟორიტარების უმრავლესობას. ვიცნობ მხოლოდ ძველებს. ეს პროცესი მიდის უჩემოდ, პროფესიონალურად“,-განაცხადა ივანიშვილმა.
ჟურნალისტმა ივანიშვილს შეკითხვა დაუსვა რომლის მიხედვითაც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში “ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარ კანდიდატად ყოფილი “ნაციონალი“ ენზელ მკოიანი წარადგინა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) პაატა ბურჭულაძე: მე თბილისში ვარ გაზრდილი და პასუხის მოთხოვნა ცოტა სხვანაირად ვიცი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ადგილობრივმა ეთნიკურმა სომხებმა არ იციან ქართული ენა და ვერ ახერხებენ თანამდებობების მიღებას