ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოიტანონ

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოიტანონ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტი არაეფექტურია. მისი თქმით, დეპუტატები ნაცვლად კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და მოსახლეობასთან შეხვედრისა 6 საათს გზაში ატარებენ. ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება და შესაბამისად, სხვა პარტიებთან ამ საკითხზე კონსულტაციებს აუცილებლად მიიჩნევს.
“ საეჭვოა კონსტიტუციური უმრავლესობიოთ მოვიდეს “ქართული ოცნება” პარლამენტში, თუმცა არ გამოვრიცხავ ამასაც. ამას უნდა კონსულტაციები სხვა პარტიებთან. ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, გზაში არიან თითქმის. მათ დატვირთვას თუ ავიღებთ, უამრავი დრო და ფული იხარჯება გზაში და ეს არ არის ეფექტური. ასეთ რამეს მსოფლიოს ვერცერთ სახელმწიფოში ვერ ნახავთ. ეს სააკაშვილმა მოინდომა. სააკაშვილს რომ ვკითხე, როდესაც პრემიერის რანგში შეხვედრა მქონდა, რას აკეთებ, რად გინდა-მეთქი, დემონსტრაციას ვერსად ვეღარ გაგიმართავენ, მიტინგი აღარ გექნებაო, მიპასუხა. მიტინგის ეშინოდა ამ უბედურს და ეს იყო ძირითადი მიზეზი ქუთაისში გადმოტანის. ქუთაისელები საწყენად ნუ მიიღებენ, ძალიან არაეფექტურია. თუ გინდათ ეფექტური ხელისუფლება გყავდეთ, მათ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ, რომ თავისი საქმე აკეთონ და 6 საათი არ იყონ გზაში გამოკიდებული. უამრავი ავარია მოხდა. საწვავი იწვება. ფული ბიუჯეტიდან მიდის. ქუთაისს ეს არაფერს მოაკლებს, არც არაფერი მოუმატებია“,-განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრთან, სადაც აქციის მონაწილეები ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, მცირე ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: აშკარად პრორუსული კვალი დაედოთ დღეს „მრეწველებს”