ბიძინა ივანიშვილი – მარგველაშვილმა არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის

მარგველაშვილმა არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და სამწუხაროდ, დღესაც არ ესმის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ დაიხურა 2013 წელს თეთრიწყაროში საავადმყოფო. მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობამ მარგველაშვილისგან ამ პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო, თუმცა უშედეგოდ.
”რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს, მან არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის სამწუხაროდ და საუბედუროდ. ჯანდაცვა არ არის მისი სფერო. პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევაა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მანამდეც მქონდა საუბარი მასთან, რომ კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხამეთქი. არჩევნები რომ დამთავრდა და მოვიდა, ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია შარვაშიძე : „აუდიტორია 115“ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს
შემდეგი სტატიალევან იზორია : ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ჩემი ოჯახის წევრი თუ ნათესავი