ბიძინა ივანიშვილი მამისონის უღელტეხილთან გზის მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს

ბიძინა ივანიშვილი მამისონის უღელტეხილთან გზის მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, ეს გზა აუცილებელი გასაკეთებელია, რომელიც დააჩქარებს ბიზნესის განვითარებას.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საჭიროა, რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარება, თუმცა არა საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე.

„ამ მხრივ გზის გაკეთება ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ. არ იყო მამისონზე გზა, მაგრამ სააკაშვილმა მოახერხა და მივიღეთ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთის გაპრავებას არ ვაპირებ, მაგრამ მაგის სისულელეები რომ არა, არ მოხდებოდა რაც მოხდა. გზა საჭიროა კომუნიკაციისთვის, ყოველგვარი ურთიერთობების გასავითარებლად და და გასაღრმავებლად. ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ ჩვენ რუსეთთან არ უნდა დავალაგოთ და არ უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები. ეს გზა აუცილებელი გასაკეთებელია, რომელიც დააჩქარებს ბიზნესის განვითარებას. არა ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე, ჩვენს დიდ მეზობელთან ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ. ინფრასტრუქტურა აუცილებელია, რომ სახელმწიფო, ბიზნესი განვითარდეს სწრაფად, ბიზნესს უნდა შეუქმნა პირობები. ის, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს, პირველია, რაც უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან. გზები, გაზი, აეროპორტი სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, რომ იოლი იყოს ბიზნესი“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ოთხი წლის შემდეგ გამოვიდე და სამი-ოთხი პარტია დავასახელო
შემდეგი სტატია“ოთხოზორიას მკვლელი, რუსი სამხედრო ოფიცერი, დააწინაურეს და დანიშნეს ოჩამჩირის რაიონის სპეც-დანიშნულების ბატალიონის მეთაურად”