ბიძინა ივანიშვილი იშვიათი მცენარეების ზუგდიდიდან შეკვეთილში გადატანას გეგმავს?

“ქრონიკა პლუს” აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც გაზეთს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გეგმებში იშვიათი მცენარეების ზუგდიდიდან შეკვეთილში გადატანაც შედიოდეს.

“ზუგდიდში ივანიშვილის რამდენიმე იდუმალ სტუმრობაზე, რომელიც ბოტანიკურ ბაღში უჩუმარი გასეირნებით აღინიშნა, „ქრონიკა+“ ადრეც წერდა, მაგრამ მაშინ საუბარი იმაზე იყო, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, საიდანაც ცენტრალური სტადიონი სხვაგან გადაიტანეს, ივანიშვილი მაღალსართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა.

ეს ტერიტორია დადიანების საგვარეულო ტერიტორიადაა მიჩნეული და თუ ადრე, კომუნისტები არად დაგიდევდნენ დაცული ტერიტორიების ფაქტორს, ამჟამინდელ ხელისუფლებას მაინც უნდა ეზრუნა, რომ ეს ადგილი არ ყოფილიყო დატვირთული კომერციული ობიექტებით, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ წინა ხელისუფლება, რომელიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, ლამის ჯვარს აცვეს და, საბოლოოდ, პროექტი ჩაიშალა.
მაგრამ ის ინფორმაცია, რაც „ქრონიკა+“-მა ამჟამად ზუგდიდში მოიპოვა, ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილების სხვადასხვა ობიექტებით გადატვირთვის თემას აშკარად სცდება. საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები, იმაზე, რომ ციხისძირის ხეების შემდეგ სწორედ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახდება ის ობიექტი, საიდანაც ივანიშვილის ობიექტზე – შეკვეთილში, იშვიათ მცენარეებს გადაიტანენ.

როგორც ქრონიკა პლუსის წყარო ამბობს, ამ მიზნის განხორციელება ეტაპობრივად უკვე დაიწყო და გეგმა სწორედ მაშინ შემუშავდა, როცა ზუგდიდში უჩუმრად ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა გუბერნატორის თანხლებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და, როგორც წყარო ამბობს, მცენარეებიც შეარჩია”, – წერია სტატიაში.

“წყაროს თქმით, მან ზუსტად არ იცის, რა მცენარეებისა თუ ნარგავების გადატანას გეგმავს ივანიშვილი შეკვეთილში, მაგრამ თუ მოინდომებს, მისი არჩევანი არცთუ ისე შეზღუდული იქნება, თუკი იმ ისტორიას გავითვალისწინებთ, რაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთანაა დაკავშირებული:

ბოტანიკური ბაღი ზუგდიდის შუაგულში, 26 ჰეტარამდე მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ივანიშვილისთვის მადის აღმძვრელად მხოლოდ ისიც კი შეიძლება ჟღერდეს, რომ აქ ზოგიერთი ხე 200-ზე მეტი წლისაა და მთელ ევრაზიის კონტინეტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს. სავარაუდოდ, სწორედ მათ დაადგა თვალი მილიარდერმა.” – წერს ,,ქრონიკა+”

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შს მინისტრი „კანონიერ ქურდ“ გელა ქარდავას დაკავების კადრებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაNBA-მ ზაზა ფაჩულიას დაბადების დღე მიულოცა