ბიძინა ივანიშვილი : ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს

მივესალმებოდი დღევანდელი გადასახედიდან, თუმცა ორი წელი დიდი დროა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა,-ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას ირაკლი ღარიბაშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დაუჭერდა თუ არა მხარს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეულად, გამარჯვებული წავიდა.

“რატომაც არა, თუმცა შორსაა ჯერ არჩევნები. ამ თემაზე მე არავისთან, მათ შორის არც ირაკლისთან მსჯელობა არ მქონია. ვფიქრობ, ძალიან ნაადრევია . ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ახალგაზრდა კაცია, . ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა, გამარჯვებული კაცი წავიდა და არა დამარცხებული, იძულებით. ხშირად ვკითხულობთ ერთმანეთს, ვეხმიანებით. ჩვენს მეუღლეებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთში. ბავშვი მონათლა რამდენიმე დღის წინ და იქ გვქონდა საუბარი. ბერა ერთ ერთი ბავშვის ნათლიაა.“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი : კირვალიძე მირეკავდა ბიზნესფორუმიდან, რა ვუთხრა ამ ბიზნესმენებსო ,,რა დღეში ჩაყარა სეთურმაო” შოკირებული იყო
შემდეგი სტატიაგია შარვაშიძე : „აუდიტორია 115“ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს