ბიძინა ივანიშვილი: გორში გადაღებული სააკაშვილის ფოტო შიშის სიმბოლო გახდა

ღია განცხადებებში “ნაციონალური მოძრაობა” ვერ მალავს პოზიციას, მხოლოდ ამით ამხნევებენ ერთმანეთს, რომ ეს ნარჩენი გუნდი მოვიდეს არჩევნებამდე, იქნებ, საოცრება მართლაც მოხდეს, რომ მათი მშიშარა ლიდერი უეცრად გახდეს გმირი, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორში გადაღებული სააკაშვილის ფოტოც გაიხსენა.

“მთელი მსოფლიო მოიარა “ნაციონალების” ლიდერის ფოტომ. როგორ ამაყად იდგა მაშნ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ ფოტომ მოიარა მთელი მსოფლიო, სიმბოლო იყო შიშის. სხვათა შორის მშიშრების კომპლექტაციაა “ნაციონალური მოძრაობა” და ამ ფონზე არიან ერთად თავშეყრილი, ხასიათიც ყველა მოძალადის ძალიან დიდი შიშია. აგონიაში მყოფნი ცდილობენ, როგორმე გადალახონ შიში. რეალობა კარგად იციან, 9 დღეც მოვითმონოთ. ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს, ახლა ომი უნდა მოვიგოთ. 4 წელი ღირსეულად გავიტანეთ, ვერავინ ვერ იტყვის არჩევნების გაყალბებაზე ვერაფერს გარდა მათი აგონიური განცხადებებისა. არავის თავში აზრად არ აქვს ხელისუფლებიდან, რომ სიყალბე მოხდეს. ამერიკის ელჩის განცხადებაც ნახეთ“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ სანდრა რულოვსის მეუღლეს, კარგი, გამართული საკნები გვაქვს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად დაშლის პირასაა, არჩევნების შემდეგ ეს პროცესი უფრო დიდი ტემპით გაგრძელდება