ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილზე – არ მინახავს, ამ ასაკის კაცი ასე იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზეა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის უველაზე დიდ შცდომად გიორგი მარგველაშვილს მიიჩნევს.

როგორც ივანიშვილმა ზუგდიდში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.

„არ მინახავს, ამ ასაკის კაცი დიამეტრულად იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზეა. საკუთარ თავთან გარკვეევაშია ეს კაცი დღემდე და ეს პრობლემა ვერ გავითვალისწინე . ოდესღაც გამოაცხადა, ივანიშვილთან ვარ დაპირისპირებაში, რადგან შევედი პრეზიდენის სასახლეშიო. არავითარ შემთხვევაში ის საკუთარ თავთან არის დაპირისპირებაში. როცა მოვიდა, იყო ერთი ტიპის მარგველაშვილი და დიამეტრულად საპირისპირო გახდა. ასეთ ასაკში ასეთი კაცი სხვა არ მინახავს, ასეთი შეცდომა არ მინახავს“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, რაც შეეხება გუნდის შერჩევას, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღევაბდელი გუფნსი მთლიანად შერჩეულია გიორგი კვირიკაშვილის, კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის მიერ.

„აბსოლუტურად არც ერთი მაჟორიტარი ჩემგან დასახელებული არ არის, ერთი-ორ კაცს მივეცი რეკომენდაცია, მგონი ერთი გაითვალისწინეს სამიდან“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი არის სიმართლე, ფაქტები, ციფრები და დოკუმენტები
შემდეგი სტატია,,ზვიადის დროს მოხდა კაკ რაზ, ისა,უკაცრავად, ყველაზე დიდი აღზევება,მაგრამ…”-ივანიშვილი ისევ გამსახურდიას გამოუცდელობაზე საუბრობს