ბიძინა ივანიშვილი: გამორიცხულია, მთავრობამ რომელიმე პარტიაზე ან პოლიტიკოსზე ძალა იხმაროს

ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევაში არსებული ხელისუფლება არანაირ ძალა არ იხმარს ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის” მაქსიმალური შედეგი არის 15-17 პროცენტი, მათი გამარჯვება გამორიცხულია. ჩვენი მთავრობა არის დემოკრატიული, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ფუნქციონირებს ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მინიშნება იმაზე, რომ ვინმემ ძალა იხმაროს რომელიმე პარტიაზე ან პოლიტიკოსზე, ეს გამორცხულია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოლივერ სტოუნმა პუტინზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დაასრულა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: გვჯერა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს