ბიძინა ივანიშვილი ეკა კვესიტაძეს – თქვენ უნდა შეეჩვიოთ, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს

თქვენ უნდა შეეჩვიოთ და გააცნობიეროთ, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს. თქვენზე, თქვენი გუნდის ლიდერებზეც და ჩვენზეც. – ასე მიმართა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს.

„რუსთავი 2“-ის სასამართლოს შესახებ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია და ვერავინ ჩაერევა მის გადაწყვეტილებაში.

‘თქვენ ფიქრობთ, რომ სადაც კი სამართალი თქვენ მოგაკითხავთ იქ უკვე სამართალი აღარ არსებობს. ვერავინ ვერ მოიტანს დღეს საბუთს, რომ ხელისფულება სასამართლოს აკონტროლებს. თქვენ დროს სასამართლო ტოტალურად ნოტარიუსად იყო გადაქცეული. თქვენ დროს სასამართლო არ არსებობდა, დღეს სასამართლომ დაიწყო აღდგენა, თვითგამორკვევა, თვითაღდგენა. მოსამართლეები ტელევიზიებით გამოდიან, იცავენ უფლებებს. კეთილი ინებეთ, სასამართლოს დაელოდეთ, ერთადერთი მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს და არა ჟურნალისტებმა ან გვარამიამ.“- აღნიშნა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, შესაძლებელია, არჩევნებამდე „რუსთავი 2“-თან დაკავშრებით სასამართლო პროცესის დასრულება ვერ მოესწროს. „ჯერ პროცესი სააპელაციო სასამართლოში არ დასრულებულა, შემდეგი ინსტანცია უზენაესი სასამართლოა. მე პირადად გარანტად დავუდგებოდი, ხალვაში იქნებოდა, თუ დვალი, ვთხოვდი – ფინანსურად თუ რამე ზარალი იქნებოდა, პირადად ავუნაზღაურებდი, რათა თუ მოხდა და სასამართლო დასრულდა და დასრულდა მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას, არ შეეხონ მენეჯმენტს. რასაც ჩემგან მოითხოვენ, საფასურად მივცემ. „რუსთავი 2“ დღეს ძალიან კარგი ინსტრუმენტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალური შედეგი მიიღოს“,-აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდა პრემიერია პრინციპში და არანაირი კრიზისი არ ჰქონია
შემდეგი სტატია“ღარიბაშვილს ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს, როცა მოუნდება, კარებს შეაღებს პოლიტიკაში”