ბიძინა ივანიშვილი: ძალიან ბევრი სამსახურისკენ არ იყურება, რომ სოციალური დახმარება არ დაკარგოს

ძალიან ბევრი სამსახურისკენ არ იყურება, რომ სოციალური დახმარება არ დაკარგოს, უარს ამბობენ სამსახურებზე,- განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვაზე, რომ სოციალურად დაუცველებისთვის არაფერი შეცვლილა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დათვლაში, შეფასებაში შესაძლოა ხარვეზები იყოს, თუმცა სოციალური მიმართულებით საერთო ჯამში ბიუჯეტი 3-4-ჯერ გაიზარდა. 670 მილიონი კი რომელიც ბიუროკრატიას ხმარდებოდა, ბოლო 3 წელია სწორედ სოციალური მიმართულებით წავიდა.
“შეფასებებში ცვლილებები ხდება, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი სოციალურად მიმართულია. 760 მილიონი აღმოვაჩინე, რომელიც უკვე 3 წელია ბიუროკრატიაზე აღარ იხარჯება და სოციალური მიმართულებით წავიდა. ახალმა ხელისუფლებამ დაზოგა ეს თანხა. ეს უზარმაზარი თანხაა. სოციალური მიმართულებით 27 მილიონი იყო, ახლა კი 85 მილიონია“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ვაკონტროლოთ ხელისუფლება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ჩემს მეუღლეს ხშირად, პირველ ნახევარს ვეძახი