ბიძინა ივანიშვილი: ძალადობის მხრივ ნამდვილად უნიათოა ეს ხელისუფლება

თუ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და წევრებიც ძალას, პირდაპირი მნიშვნელობით, ხედავენ ძალადობაში, აქ ნამდვილად უნიათოა ხელისუფლება. ძალადობის მხრივ ეს ხელისუფლება ნამდვილად იმსახურებს ამ ტერმინს, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სათქმელი აღარაფერი აქვს და მხოლოდ ერთი არგუმენტი მოჰყავს – გადი ქუჩაში და ნახავ გაჭირვებულ ადამიანს.

„რომ ამბობენ თვალებში ჩავხედეო, არსადაც არ ჩაუხედავთ მათ და არავითარ გამოსწორებასაც არ აპირებენ. თუ გინდ ამ ტერმინში, როდესაც უნიათოს უწოდებენ უძლიერეს ხელისუფლებას, რომელმაც მოახერხა მხოლოდ კანონის დაცვით, ეს გაუგებარი ძალა მიიყვანა არჩევნებამდე და მხოლოდ არჩევნებით გაისტუმრებს. მათ სათქმელი აღარაფერი დარჩათ, კრიტიკას ახერხებენ მხოლოდ საერთო სიტყვებით – გადი ქუჩაში და ნახე გაჭირვებული. ვერცერთ არგუმენტირებულ კრიტიკას ვეღარ ახერხებენ. ყველგან ორჯერ თუ სამჯერ არის უკეთესი შედეგები. დაასახელონ ეკონომიკაში სად ჰქონდათ უკეთესი, მოიყვანონ არგუმენტები, ვერ მოჰყავთ. ერთადერთი არგუმენტია, გადი ქუჩაში და ნახავ გაჭირვებულ ადამიანს. სამწუხაროდ, ეს ასეა, მაგრამ ვიცით ამის მიზეზებიც, რატომაც არის. ოთხ წელიწადში ამის გასწორება არ მოხერხდა და ვერ მოხერხდა და ამაში არის მთავრობის და „ქართული ოცნების“ დანაშაული“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიMDF: ქართულმა ოცნებამ TV იმედზე 1 მლნ ლარის პოლიტიკური რეკლამა განათავსა
შემდეგი სტატიაპოლოენთის საზღვარზე ქართველები დააკავეს