ბიძინა ივანიშვილი: დიმიტრი ხუნდაძეს ბოდიში მოვუხადე, ის არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატის თემასთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.

როგორც ცნობილია, ივანიშვილმა დამოუკიდებელი დეპუტატი, ცეზარ ჩოჩელი “ქართული ოცნების” გუნდის წევრად მოიხსენია.

“სამეგრელოს რეგიონში მედიასთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ შეცდომაში შემიყვანა. მან კითხვის დასმის დროს, ცეზარ ჩოჩელი “ქართული ოცნების” გუნდის წევრად მოიაზრა. საუბრის დროს, მეც მექანიკურად შემეშალა, რაზეც მძიმე საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატისგან “ქართული ოცნებიდან”, ბოდიშიც მოვუხადე, რადგან მართლაც შემეშალა.

დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი, მას რჩევებს ვეკითხებოდი მცხეთაში, მთელი პროცესის განმავლობაში, ის სულ მეხმარებოდა. შევთავაზე, ხომ არ წახვალ კანდიდატად-თქო და არაო მიპასუხა, პოლიტიკაზე არც მიფიქრიაო. ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმეთ.

მე და დიმიტრი, ერთად ვსწავლობდით მედიასთან ურთიერთობას. კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა იმდენად მერიდებოდა. ჩოჩელს თავისი თავი დაუყენებია დამოუკიდებელ კანდიდატად მცხეთაში. საუბრის დროს, მე ის გუნდის წევრად დავასახელე, შემეშალა.

დიმიტრი ხუნდაძე არის პროფესიონალი და ის “ქართული ოცნების” ღირსეული წევრია”, – განაცხადეა ივანიშვილმა იმერეთში მედიასთან შეხბედრის დროს.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს მდივნობის მთავარ კანდიდატად ვანო მაჭავარიანი სახელდება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: სამეგრელოში მიტინგზე მოსული ხალხიც კი პოზიტიურად შემხვდა