ბიძინა ივანიშვილი : ჩვენი ყველა მხარდამჭერის დასაქმება შეუძლებელი იყო

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომ 2012 წლის არჩევნებში ოცნების მხარდამჭერები იგნორირებულები არიან განაცხადა, რომ მათი ყველა მხარდაჭერის დასაქმება შეუძლებელი იყო.
ივანიშვილის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, ხშირად იღებდა საყვედურებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დასაქმება ვერ მოხერხდა.
“სამეგრელო ამ მხრივ გამორჩეული არაა. როდესაც პრემიერი ვიყავი, გამომიხატავს მობოდიშების მსგავსი პოზიცია. გულანთებული ხალხი ბევრი დარჩა თანამდებობების მიღმა. ერთი წელი, როდესაც პრემიერი ვიყავი საყვედურებს ვღებულობდი, მოვიკითხე ეს საქმე და პასუხი მივიღე -ერთ ადგილზე 10 ადამიანი ითხოვდა დასაქმებას, თუმცა სუბიექტური მიზეზებიც იყო, როდესაც ჩინოვნიკი კონკრეტულ ადგილზე არასწორ შერჩევას აკეთებდა. მესმის ჩვენი მხარდამჭერის გულისტკივილი, ვიზიარებ, მაგრამ ასეა, რომ დასაქმების პრობლემა დღესაც რჩება“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი : “უსუფაშვილმა სააკაშვილის სასახლეში, მარგველაშვილის გადასვლა გააპრავა”
შემდეგი სტატიაივანიშვილი: ღმერთმა დამიფაროს, რანაირი კონკურენტი უნდა ვიყო უსუფაშვილის