ბიძინა ივანიშვილი: აშკარად პრორუსული კვალი დაედოთ დღეს „მრეწველებს”

აშკარად პრორუსული კვალი დაედოთ დღეს „მრეწველებს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

”მრეწველები” ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, ისინი ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ. შემდეგომ ეტაპზე მათ პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს ”მრეწველებს”, შესაბამისად, ფავორიტებში ”რესპუბლიკელებისა” და ”დემოკრატების” გვერდით ვეღარ დავასახელებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”, ივანიშვილის თქმით, ეს პარტია სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს.

”ერთი გამოჩენა რაც ვნახე რამდენიმე დღის წინ, სადღაც მაჟორიტარი აირჩიეს და ერთი განცხადება, რაც ჰქონდათ ის იყო, რომ ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. შესაბამისად, მათზეც ბევრს ვერ ვილაპარაკებ დღეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოიტანონ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ისეთი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომ აფხაზებს და ოსებს ჩვენთან თანაცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ