ბიძინა ივანიშვილი: არ მინდა, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე რამე ვთქვა, მაგრამ ისინი კრიმინალური პარტიის წევრები არიან

„ნაციონალურ მოძრაობას“ დახვეწილი აქვს სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოებას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასაც კი პირდებიან, – ამის შესახებ საქართვლოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„გუშინ თბილისში ვნახე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას საარჩევნო პლაკატები. ნახეთ, როგორი დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება, როგორ ოსტატურად ცრუობენ. მათი დაპირება 45 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზე გაუგებარია. ასევე ეწერათ საოცრება – მოსახლეობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან. არ მინდა, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე რამე ვთქვა, მაგრამ ისინი რომ კრიმინალური პარტიის წევრები არიან, ეს ცხადია. ისინი პოლიტიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან საქართველოს მოსახლეობას. ამის შემდეგ უჩნდება აგრესია მოსახლეობას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ დაისაჯნენ და მათ პასუხი ვერ აგეს. წარმოიდგინეთ როგორი იყო მაშინდელი ეკონომიკა, როგორ იმართებოდა ბიუჯეტი – ერთი ჯიბიდან; როგორი დამოკიდებულება იყო გნებავთ ფინანსთა სამინისტროს მიმართ; გაიხსენეთ გიგა ბოკერიას სამსახური, 40 მილიონი, 20 მილიონი ნაღდი ფული იყო გატანილი და დარიგებული; ანგარიშები არ ჩანს, სად წავიდა თანხა გაურკვეველ ლობისტებზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოების რიგში იყო და ახლა ყველაზე მოწესრიგებულ სახელმწიფოთა შორის მე-17 ადგილზეა მსოფლიოში, ევროპაში კი მეცხრე ადგილზეა.
„ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდება მელია და ხოშტარია საზოგადოებას, ეს არის ის აგრესია, რაც შემორჩა საზოგადოებაში. და რა გაკეთდა რეალურად, აბა შევხედოთ, გავაკეთოთ ანალიზი, პრეზიდენტი დევნაშია, პრემიერ-მინისტრი ციხეშია, თავდაცვის მინისტრი ციხეშია, შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეშია, ქალაქის მერი ციხეშია, მთავარი პროკურორი დევნაშია, უამრავი კიდევ დევნაშია და გაასწრეს. რატომ გაასწრეს და როგორ გაასწრეს? ამაზე ითხოვენ პასუხს ახალი ხელისუფლებისგან. როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა სასამართლო ისევ კუბლაშვილის დაგვხვდა, პროკურატურა იგივე თანამშრომლებით დაგვხვდნენ ხომ? ნელ-ნელა გამოიცვალნენ. ძალიან ცოტა ადამიანი შემორჩა პროკურატურაში, პოლიციაშიც ალბათ არიან, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი და მაინც სამსახურში არიან. ისევ პლაკატებს მინდა დავუბრუნდე, გუშინ რაც ვნახე, ჩემშიც გამოიწვია გარკვეული აგრესია. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდება მელია და ხოშტარია საქართველოს საზოგადოებას, რომლებიც მთელი 9 წლის განმავლობაში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათი ხელმძღვანელები კრიმინალებად აღიარებულები არიან ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ, ზოგი ციხეშია და ზოგი ძებნაში. ესენი გამოდიან და დეკრიმინალიზაციაზე საუბრობენ, ეს არის ის, რაც საზოგადოებას აღაშფოთებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მთავრობაში ბევრი ჩემთვის საყვარელი მინისტრია
შემდეგი სტატია“თუ “ნაციონალები” პროვოკაციის მოწყობას გაბედავენ, რაც არ მომხდარა, შესაძლოა, ის მიიღონ”