ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესში ჩართული არ არის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნოდ ”ქართული ოცნების” სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესში ჩართული არ არის. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
”არც ერთ შემთხვევაში, შეიძლება 5-7 კანდიდატი დამისახელებია, ვეხმარები, რომ სია იყოს ფართო და არჩევის მეტი საშულება ჰქონდეს. მაგრამ სიას ახარისხებს გუნდი. არც ერთ შეხვედრას არ დავსწრებივარ. კვირიკაშვილის მეთაურობით ამას გუნდი აყალიბებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა
შემდეგი სტატიაფრანგი ტერორისტის დაკავების ვიდეო გამოქვეყნდა (ვიდეო)