ბიჭვინთის მოსახლეობა ცნობილი ორღანის შენარჩუნებას ითხოვს

ბიჭვინთის მოსახლეობა ცნობილი ორღანის შენარჩუნებას ითხოვს

ბიჭვინთის მოსახლეობა ცნობილი ორღანის შენარჩუნებას ითხოვსაფხაზეთის დეფაქტო კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით და ე.წ. აფხაზური ეკლესიის მოთხოვნით, ბიჭვინთის ტაძარში არსებული ორღანი, სხვა ადგილზე უნდა განეთავსებინათ, რათა ეკლესიას ნორმალური ღვთისმსახურების საშუალება მისცემოდა. ბიჭვინთაში შეკრებილი მოსახლეობა კი ამას აპროტესტებს და საპირისპიროს აცხადებს. მათი აზრით ეკლესიის მუშაობა და ტაძარში კონცერტერტების მოწყობა შეუთავსებელია, თუმცა მათ არ უნდათ, რომ ცნობილმა ბიჭვინთის ორღანმა, რომელიც თავისი ხმოვანებით მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა, დატოვოს ტაძრის შენობა, რამეთუ აქ გამართული  საორღანო მუსიკის კონცერტები ტურისტებს იზიდავს. ტურიზმი კი მათი განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროა.

ბიჭვინთის მერი იმედოვნებს, რომ კულტურის სამინისტროსა და აფხაზურ ეკლესიას შორის ეს საკითხი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ ბიჭვინთის ტაძარში, აფხაზეთისა და რუსეთის სახალხო არტისტები ოპერის მომღერლები ხიბლა გერზმავა და ალისა გიცბა,  სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ყოველწლიურად მართავენ კონცერტებს ორღანის დაბრაზში.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება ხელშეკრულება რომელიც 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა.
შემდეგი სტატიაზუგდიდში ახალი სტადიონი აშენდება