,,ბიბლიური პანიკა,, ლონდონში

2 ოქტომბერს საღამოს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, უიმბლდონის ტერიტორიაზე მატარებლის სადგურში „ბიბლიური პანიკა“ შეიქმნა.
მატარებელში ხმამაღალი ხმით ბიბლიის მკითხველმა ადამიანმა მგზავრებში თავდასხმის პანიკა გამოიწვია, რის გამოც მგზავრების ნაწილი მატარებლიდან გადახტა. ადამიანი, რომელიც პანიკის მიზეზი გახდა, ხმამაღლა იმეორებდა ბიბლიის ერთ ციტატას „სიკვდილი დასასრული არ არის“ რამაც მგზავრები ძალიან შეაშინა.
აღნიშნული პანიკის გამო მატარებლის რეისები 12 საათით შეფერხდა. ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ვწუხვარ ესპანეთის გამო
შემდეგი სტატიათურქეთი ქურთისტანის მუდმივ ზეწოლაზე გადადის