“ბიბისი”:საქართველო აშშ-ის ორბიტაზე ბრუნდება

პენსის ვიზიტი: საქართველო აშშ-ის ორბიტაზე ბრუნდება, – ამ სათაურით სტატიას ტელეკომპანია “ბიბისის” რუსულენოვანი სამსახური აქვეყნებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ტურნე იმ სახელმწიფოებში იმართება, რომლებიც „რუსეთის აგრესიის გამო შეშფოთებული არიან”.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაიკ პენსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელია, რომელიც საქართველოს სტუმრობს. ანალიტკოსების მოსაზრებით, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის კვლავ დიდი ყურადღებას აქცევს თავის ახალ, არატრადიციულ მოკავშირეებს.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პენსის ვიზიტამდე ერთ დღით ადრე საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყო, რომელშიც ნატო-ს 8 წევრი ქვეყნის სახმედროები არიან ჩართული.

სტატიის ავტორის თქმით, აშშ-ის პრეზიდნტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, თბილისიში შიშობდნენ, რომ საქართველო რუსეთთან მოლპარაკებების დროს „ვაჭრობის საგანი“ შეიძლება გამხდარიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს აღარ მოხდება.

სტატიაში მოყვანილია კარნეგის ფონდის მკვლევარის პოლ სტრონსკის კომენტარიც. მისი თქმით, სქართველოს აშშ-ის კოგრესში და ასევე ადმინისტრაციაშიც გავლენინი მხარდამჭერები ჰყავს.

„ეს ასეც გაგრძელდება და არ შეიცვლება. ამის ერთ-ერთ მიზეზი ისიც არის, რომ ამერიკულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით სასიკეთო ძვრები არ შეინიშნება“ – ამბობს სტრონსკი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი რუსული სამხედრო აგრესიის
შემდეგი სტატიააშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში(ფოტომასალა)