“ბიბისის” კორესპონდენტი: თურქეთში ექსტრაორდინალური მოვლენები ხდება

ა9“თურქეთში ექსტრაორდინალური მოვლენები ხდება. უკანასკნელი სამხედრო ჩარევა 19 წლის წინ მოხდა. ქვეყანა ფიქრობდა, რომ გადატრიალებები მორჩა” – წერს “ბიბისის” კორესპოდენტი თურქეთიდან მარკ ლოურენი.
შეგახსენებთ, რომ თურქმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი მართავენ ქვეყანას. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ხელისუფლება სრულიად ჩამორთმეულია”.
“ბიბისი” სტამბოლსა და ანკარაში მიმდინარე სროლების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე წერს.
ანკარას თავზე სამხედრო ვეტმფრენები და თვითმფრინავები დაფრინავენ.
თურქეთის პრემიერმა განაცხადა, რომ თურქი სამხედროების ნაწილმა მოინდომა გადატრიალების მოწყობა, თუმცა, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება არ მომხდარა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
თურქეთში ყველა აეროპორტი დაკეტილია.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინსიტრო თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია