ბიბისის გვერდზე თავდასხმა “ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლებმა” განახორციელეს

ბიბისის გვერდზე თავდასხმა "ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლებმა" განახორციელესჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს New World Hacking-ს უწოდებს, ბიბისის ვებ გვერდებზე თავდასხმა აღიარა, რომელიც 31 დეკემბერს განხორციელდა მულტიმედია ჯგუფზე.
ჰაკერების თქმით, ეს მათი შესაძლებლობების გამოცდა იყო და არ გეგმავდნენ მწყობრიდან გამოეყვანათ საიტი.

მათივე განცხადებით, ისინი ინტერნეტში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს აქტიურობებს ადევნებენ თვალყურს და ყველა საიტი, რომელიც ეჭვს იწვევს, გამოყავთ მწყობრიდან.

ახალი წლის მისადგომებთან ბიბისი და სერვისი iPlayer-ი მომხმარებლებისათვის მიუღწეველი იყო.
ბიბისის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ჰაკერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომენტარს არ გაუკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიკიევში გათბობის 105 პუნქტი გაიხსნა
შემდეგი სტატიამსოფლიო პოლიტიკოსები, რომელთა სახელები ყველაზე მეტად ჟღერდა მედიაში 2015 წელს (ფოტო)