ბიბისი: ვინ არის პარიზის ტერაქტების სულისჩამდგმელი

ბიბისი: ვინ არის პარიზის ტერაქტების სულისჩამდგმელი

აბ2პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი აბდელჰადიმ აბაუდი, ბელგიელია, წარმოშობით მოროკოდან. ის გუშინ სენ-დენის სპეც ოპერაციისას მოკლეს.
პარიზის პროკურორის, ფრანსუა მოლენის თქმით, აბაუდი აუკვე ამოცნობილია დაღუპულებში. მისი იდენთიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოხდა, რადგანაც აფეთქების შედეგად სხეული საკმაოდ დაზიანდა.

ის გაიზარდა ბრიუსელის ახლოს მდებარე ქალაქ მოლენბეკში, სადაც არაბული ქვეყნებიდან ბევრი ხალხი ცხოვრობს. ეს რაიონი ცნობილია ტერორისტებით, რომლებმაც სხვადსხვა დროს ტერორისტული აქტები ჩაიდინეს, მათ შორის 2004 წლის მადრინში მატარებლების აფეთქება, გასული წლის პარიზის სუპარმარკეტზე თავდასხმა და სხვა.
ამავე დროს რაიონი თითქმის უმუშევრებითაა დასახლებული.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აბაუდი პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილ სალახან აბდელსლამომს იცნობდა.
სალახის ძმამ პარასკევს ვოლტერის ბულვარზე თავი აიფეთქა, თვითონ სალახი კი მიიმალა.
2010 წელს აბდელჰამიდ აბაუდი და სალახ აბდელსლამი ბელგიის ციხეში შეიარაღებული თავდასხმის გამო ციხეში ერთად ისხდნენ.
2013 წელს აბაუდი “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანდა.
რთულია იმის თქმა, აბაუდი როდის გახდა რადიკალი. “ასოშეითედ პრესის” თანახმად, ახალგაზრდობაში ის ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში სწავლობდა, თუმცა, რაიონში, სადაც ის ცხოვრობდა, ბელგიის მთავრობის აღიარებით, ახალგაზრდა მუსლიმები ხშირად ექცეოდნენ რადიკალური ისლამის გავლენის ქვეშ.
ამასთანავე, მოლენბეკში აბაუდი მეჰდი ნემმუშემს შეხვდა, რომელმაც მოგვიანებით, ბრიუსელის ებრაულ მუზეუმში დამთვალიერებლები დახოცა.

აბ1

პროცენტულად, ევროპის ქვეყნებიდან ისლამური სახელმწიფოს რიგებს ყველაზე მეტი ბელგიელი შეუერთდა. ბელგიის მთავრობა თვლის, რომ სწორედ აბდელჰამიდ აბაუდმა შექმნა და დააფინანსა ტერორისტული ჯგუფი ბელგიის აღმოსავლეთით, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში აღმოაჩინა ბელგიის პოლიციამ.
დადგენილია, რომ ამ რეიდის დროს მოკლული ჯიჰადისტებიც ისლამურ სახელმწიფოს მიეკუთვნოდნენ.
“დაბიკში”, რომელიც ჯიჰადისტების ინგლისურენოვანი ჟურნალია, აბაუდმა დაიტრაბახა, რომ ისიც მონაწილეობდა ზემოთაღნიშული ტერორისტების საქმიანობაში. მისი თქმით, ის და კიდევ ორნი ჩუმად დაბრუნდნენ ბელგიაში და იპოვეს უსაფრთხო თავშესაფარი, სადაც დაიგეგმა კიდეც ქრისტიანებზე თავდასხმა”.
“სპეცსამსახურები მიცნობდნენ, რადგანაც ერთხელ უკვე ვიჯექი ციხეში. ერთხელ პოლიციამ გამაჩერა და ჩემი სახე ჩემსავე ფოტოს შეადარეს, მაგრამ გამიშვეს, რადგანაც მსგავსება ვერ იპოვეს. ეს ალაჰის საჩუქარი იყო” – ამბობდა აბაუდი.

აბაუდის კვალი ჩანს ასევე საფრანგეთის მატარებელში ვერშემდგარ ტერაქტში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. მაშინ მგზავრებმა გააუვნებელყვეს ტერორისტი.

ისლამური სახელმწიფოს 2014 წლის პროპაგანდისტულ ვიდეოში აბაუდი ავტომანქანაშია დაფიქსირებული, რომელსაც დამახინჯებული გვამები გადააქვს.
აბდელჰამიდ აბაუდი ისეთი შეპყრობილია ჯიჰადის იდეით, რომ საკუთარი 13 წლის ძმაც სირიაში საბრძოლველად გადაიბირა.

მომზადებულია ბიბისის მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიროგორ უნდა მოვიქცეთ ტერორისტული თავდასხმისას
შემდეგი სტატია“ტერორისტების” ქართულმა ვიდეომ სოციალური ქსელები ააფეთქა