ბიბისი: მსოფლიოში ყველაზე უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში, 116 წლის ასაკში სიუზანა მუშატ ჯონსი გარდაიცვალა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უხუცეს ადამიანად ითვლებოდა – “ბიბისი” წერს.
ის ალაბამას შტატში 1899 წელს დაიბადა.
ახლა დედამიწაზე ყველაზე უხუცესია იტალიელი ემმა მორანო, რომელიც სულ რამდენიმე თვით იყო უმცროსი ჯონსზე.
მორანო ახლა მე-19 საუკუნეში მცხოვრებიდან უკანასკნელია.

იანვარში იაპონიაში გარდაიცვალა ყველაზე ხნიერი მამაკაცი, იაპონელი იასურატო კოიდე, რომელიც 112 წლის იყო.
რეკორდების წიგნების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდხანს ფრანგმა ჟანნა კალმანმა იცოცხლა – ის 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის იზოლატორის დატოვების შემდეგ, ცხრა ადამიანი გორში დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიამე ვისურვებდი საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო მოწვეული “ქართული ოცნების” ყრილობაზე