ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს

იუსტციის უმალეს საბჭოსთან ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. როგორც ცნობილია დღეს, ისინი დღეს საბჭოს შენობასთან იმყოფებოდნენ, სადაც პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ შესაძლო არჩევას აპროტესტებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტაციული წესით ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა მურუსიძის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო არიან დაკავებული.

ცოტა ხნის წინ, ლევან მურუსიძე ფარული კენჭისყრის შედეგად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“იქნება გიორგი კვირიკაშვილი, ჩვენ შეჯერებულები ვართ,”- ნუკრი ქანთარია