ბესიკ ფარცვანია ქალაქ ჯვარის მოსახლეობას შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია ქალაქ ჯვარის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნი გახლდათ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის, ინვაზიური მავნებლის განადგურების მექანიკური საშუალებებისა და შესაწამლი პრეპარატების გამოყენების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამავდროულად ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელ პროგრამებზე.
ქალაქ ჯვარში მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დაასახელა ჯვარი-ოჭანეს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და სანაგვე ურნების დამატება ქალაქის ტერიტორიაზე.
შეხვედრაზე წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასრულდა ტენდერი ლია-პალურის დამაკავშირებელი და ნაკიფუ-ჩხოროწყუს დამაკავშირებელ გზაზე. ასევე აღინიშნა, რომ გამოცხადდება ტენდერი ჯვარი-ოჭანეს, საჩინო-ჩქვალერისა და ჭალე-მუჟავას დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობას საინფორმაციო მასალები დაურიგდა.

banner
წინა სტატიაშიკახიშვილი ლომჯარიას შეხვდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ქორწილისთვის ემზადება?!