ბესიკ ლილუაშვილი – შავნაბადას მთაზე ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა ბესიკ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაზღვევის მიზნით მძიმე ტექნიკას დამატებით მეორე გზა გაჰყავს, რათა ტერიტორიაზე შევიდეს და ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოახდინოს. მისივე განცხადებით, უამინდობის გამო, ავიაცია ვერ მუშაობს.

“მძიმე ტექნიკა მუშაობს, დამატებით მეორე გზა შეჰყავთ, რომ დაზღვევის მიზნით ტერიტორიაზე სახანძრო მანქანები მივიდეს. ავიაცია მეტეოპირობების გამო გაჩერებულია, თუმცა ადგილზე რჩება. თურქული და ქართული ვერტმფრენი კურორტ გოდერძიზე არის დაბანაკებული. ღია კერები საერთოდ აღარ არის. დღეს დილიდან ტერიტორიაზე 350 ადამიანი შევიდა, თუმცა ნისლი ჩამოწვა და ნაწილი უსაფრთხოების მიზნით უკან გამოვითხოვეთ. შტაბი მუშაობას აგრძელებს”, – აცხადებს ბესიკ ლილუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა შავ ზღვაში ხუთბალიან შტორმში ორი ადამიანი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიასკოლებში ვაშლის დარიგების საპილოტე პროექტმა შესაძლოა, კვების ფესტივალის სახე მიიღოს