,,ბესელიასგან განსხვავებით, პატიმრებს რომ ვხედავდი დოლარები არ მელანდებოდა”

news
: news თებერვალი 29, 2016 13:28 განახლებულია

,,ბესელიასგან განსხვავებით, პატიმრებს რომ ვხედავდი დოლარები არ მელანდებოდა”

მნიშვნელოვანი

  • ბესელიასგან განსხვავებით, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს რომ ვხედავდი, დოლარები არ მელანდებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რომელიც მისი მისამართით ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.

სხვა სტატიები

ბესელიასგან განსხვავებით, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს რომ ვხედავდი, დოლარები არ მელანდებოდა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რომელიც მისი მისამართით ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ელისაშვილი “ქართულ ოცნებას” ეკა ბესელიას “დაოკებას” ურჩევს.

“რაც ბესელიამ განაცხადა, ეს არის სრული ბოდვა. მე ბესელიასგან განსხვავებით, პატიმრებს და მათი ოჯახისწევრებს რომ ვხედავდი, დოლარები არ მელანდებოდა. ბესელიას ცხოვრების წესია, რომ პატიმრებს აუცილებლად უნდა გამოძალოს ფული, თორემ, ღმერთია მოწმე, ასევე უშიშროების სამსახური, რომელიც მაშინ მითვალთვალებდა, რომ მე შეწყალების კომისიიდან ხელფასი, დაგლეჯილი ნერვები და ერთი პატარა ხატი წამოვიღე. საკუთარ სინდისთან, ღმერთთან და ჩემს ქვეყანასთან მართალი ვარ. მსგავსი არაფერი მომხდარა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, პრობლემა იმაშია, რომ “ქართულ ოცნებას” ბესელია “ქართულ კორუფციულ ჭაობად გარდაქმნის”.

“იქნებ დააშოშმინონ ეს ადამიანი, რადგან თავისი გაღმით შედავების პოლიტიკით, ისევ საკუთარ პოლიტიკურ გუნდს აზიანებს. მე ვერაფერს დამაკლებს, იმიტომ, რომ ამას შემდეგი ნაბიჯები ხომ უნდა მოჰყვეს?! უნდა თქვან, ის პატიმარი და მისი ადვოკატი ვინ არიან და ძალიან მარტივად გაირკვევა ყველაფერი – იყო თუ არა ჩემთან შეხვედრაზე მოსული. ისევ დაზარალდება “ქართული ოცნება” ბესელიას მეშვეობით. იქნებ ცოტა სიბრძნე გამოიჩინონ და ეს ქალი დააოკონ”, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ბესელიას განცხადებით დაინტერესდება, მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ამასთან, ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ადვოკატ კობა კობახიძის “გამოჩენას” უკავშირებს.
“როგორც ჩანს, ბესელია მიხვდა, რომ ბოლო დროს ადვოკატ კობა კობახიძის გამოჩენით მათი პოზიცია ძალიან შეირყა. პიარულად მოიფიქრეს და კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, არსებობს კონკრეტული პატიმრის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრის ეს წერილი მის კომიტეტში შევიდა და ის ითხოვს რეაგირებას.

news
: news თებერვალი 29, 2016 13:28 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics