ბესელია: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორის ნაცვლად, სამი „გასაღები“ იქნება

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით „ორგასაღებიანი“ პრინციპის ნაცვლად, სამი „გასაღები“ იქნება.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ე.წ. გასაღები იმ ორგანოს არ უნდა ჰქონდეს, რომელიც საგამოძიებო ფუნქციის მატარებელია.

მისი თქმით, „გასაღები“ ორგანოს არ ექნება, რომელიც გამოძიებას ატარებს და ის იმ სააგენტოს ექნება, რომელიც იქმნება.

„სააგენტო სსიპ-ის სახით ყალიბდება და უსაფრთხოების სამსახურთან იქნება, მაგრამ ამ ორგანოს არავითარი სხვა ფუნქცია არ ექნება, მათ შორის, არც საგამოძიებო. მოსამართლის დავალებით გაცემულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მხოლოდ ის განახორციელებს. ეს სააგენტო ყველა უწყებას მოემსახურება, ვისაც კი სასამართლოს ბრძანებით დავალება ექნება გაცემული, რომ სხვადასხვა ტიპის ფარული მოქმედებები განახორციელოს. ამ რეფორმით კიდევ ერთი სიახლე შემოდის. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში, კონტროლის თვალსაზრისით, უზენაესი სასამართლოს ერთ მოსამართლეს ერთი „გასაღები“ ექნება“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტზე ხვალ დანიშნულ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაში„თავდაყირა შუქნიშანი“ – სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე გადაღებული ფოტო ვრცელდება
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით მომავალ სასესიო კვირას განიხილავენ