ბერნი სანდერსი: ჰილარი კლინტონი უნდა გახდეს პრეზიდენტი

ბერნი სანდერსი: ჰილარი კლინტონი უნდა გახდეს პრეზიდენტი

2სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელმაც დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი წააგო, თავის მომხრეებს, ჰილარი კლინტონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
სანდერსის დემოკრატების ყრილობაზე გამოსვლამ სამწუთიანი ტაში დაიმსახურა -წერს “ბიბისი”.
“ჰილარი კლინტონი უნდა გახდეს აშშ-ს პრეზიდენტი – ამას სხვა ალტერნატივა არა აქვს” – განაცხადა სანდერსმა.
მისი თქმით, კლინტონს გააზრებული აქვს ქვეყნის რეალური პრობლემები და რეალურ ღონისძიებებს სთავაზობს ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისათვის, რაც მას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპისგან მკვეთრად განასხვავებს.

ყრილობამდე რამენიმე საათით ადრე, სანდერსს, კლინტონისადმი მხარდაჭერის მოწოდების გამო, დაუსტვინეს. ხალხი სკანდირებდა “ბერნი გვინდა”, ისინი სანდერსის მხარდამჭერ ლოზუნგებს ყვიროდნენ.

სამდერსმა თავის მომხრეებთან შეტყობინება გააგზავნა, რომ მისთვის, პირადად, დაედოთ პატივი და ყრილობის დროს არ გამოეხატათ პროტესტი, თუმცა, ყრილობის გახსნის ცერემონია რამდენჯერმე შეწყდა – ხალხი სანდერსის მხარდამჭერ ლოზუნგებს ყვიროდა.
დემოკრატების ყრილობაზე აშშ-ს პირველი ლედი, მიშელ ობამაც გამოვიდა სიტყვით და მომხრეებს მოუწოდა ჰილარი კლინტონის ირგვლივ გაერთიანდნენ.

პარტიის ყრილობამდე ერთი დღით ადრე დემოკრატებში სკანდალი მოხდა – საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, დები ვასერმან-შულცმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა იმის გამო, რომ შიდაპარტიული მიმოწერის გაჟონვა მოხდა, რაც შემდეგ WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. მიმოწერიდან ჩანს, რომ პარტიის ჩინოვნიკები პრაიმერიზე სანდერსის გამარჯვებას ხელს უშლიდნენ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრემიერი: ეკლესიის შემთხვევა, ყველა კათოლიკეს სულიერი ჭრილობაა
შემდეგი სტატიაუცნობმა ბერლინის უნივერსიტეტის კლინიკაში სროლა მოაწყო