ბერლუსკონი სახლში დაეცა და ტუჩი გაიხეთქა

ბერლუსკონის ტუჩი გაუსკდა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საკუთარ სახლში ხალიჩას გამოედო, დაეცა და ტუჩი გაიხეთქა. ინციდენტი ქალაქ პორტოფინოში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაცვამ ბერლუსკონი მილანში, კლინიკაში გადაიყვანა, სადაც სამი ნაკერი დაადეს. გაზეთ Corriere della Sera-ის ცნობით, პროცედურა მსოფლიოში ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, რენატო კალაბრიამ ჩაატარა, რომლის თქმითაც, ბერლუსკონის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიფხენიანის მიერ რაკეტების გაშვების შემდეგ რუსეთმა საბრძოლო მზაობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიათურქეთში “ვიკიპედია” დაბლოკეს