ბერლუსკონიმ “მილანის” გაყიდვა დაადასტურა

ილვიო ბერლუსკონიმ საფეხბურთო კლუბ “მილანის” გაყიდვა დაადასტურა. უახლოეს მომავალში იტალიის ექს-პრემიერი ჩინელებისგან 400 მილიონ ევროს მიიღებს – The Guardian-ი წერს. დღეს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ბერლუსკონიმ განმარტება გააკეთა, რომ კლუბი, რომელსაც ის 1986 წლიდან ფლობს გაყიდა და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ყველა დოკუმენტური პროცედურა დასრულდება.

მისი თქმით, კლუბის ახალმა მეპატრონეებმა მას ორი წლის მანძილზე 400 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.
The Guardian-ის ცნობით, ჩინელებმა გუნდის აქციების საკონტროლო პაკეტი, 70% იყიდეს.

banner
წინა სტატიაშიევროპის ბანკმა ახალი 50 ევროიანი გამოუშვა
შემდეგი სტატია(video) მედეა ვასაძე:უზურდელობის გამო შვიდჯერ ხარ გალახული