ბერლინში თურქეთის საელჩო ჰიტლერის სტილში გაკეთებული ერდოღანის პორტრეტით შეამკეს

ბერლინში თურქეთის საელჩოს კედლები ჰიტლერის სტილში გაკეთებული ერდოღანის ფოტოებით შეამკეს გერმანელმა აქტივისტებმა – The Independent წერს.
როგორც გამოცემა წერს, მხატვრებმა ერდოღანის ფოტოსთვის ჰიტლერის პორტრეტისთვის სახასიათო შტრიხები გამოიყენეს და გაუკეთეს წარწერა : “ის დაბრუნდა”.
გამოსახულება პროექტორის საშუალებით ტრანსლირდებოდა კედელზე. The Independent-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს რომ პორტრეტის ავტორია გერმანული აქტივისტების ჯგუფი Pixel Helper-ი. როგორც მათ განაცხადეს, ისინი თურქეთში ორი ჟურნალისტის დაკავებას აპროტესტებენ.

“ჩვენ, გერმანელებმა ვიცი, რა ხდება დიქტატურის ადრეულ სტადიაში. ადრეული ნაცისტური რეჟიმისა და თურქეთის პრეზიდენტს შორის მსგავსება შემაშფოთებელია” – განაცხადა დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა ოლივერ ბიენკოვსკმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: დავით აღმაშენებელი არის წმინდანი, რომლის წინაშეც ყველა ადამიანმა მუხლი უნდა მოიდრიკოს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ქუთაისის პერსპექტივას მეტი სტიმული სჭირდება, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობაა