ბერლინში საკუთარი პარტიის დამარცხებაზე მერკელმა აიღო პასუხისმგებლობა

3გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აიღო პასუხისმგებლომა ბერლინის რეგიონალურ არჩევნებზე საკუთარი ქრისტიან-დემოკარტიული პარტიის დამარცხებაზე და აღიარა, რომ მთავრობის მიერ მიგრანტების მიმართ გატარებულმა პოლიტიკამ მთავარი ფაქტორი ითამაშა არჩევნების შედეგებზე. მერკელმა თქვა, რომ არ იცის, საემიგრაციო პოლიტიკაში რა ტიპის გარდაქმნები სურს ხალხს.

“რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, მას ბევრი, ბევრი წლით დავაბრუნებდი უკან” – თქვა მერკელმა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მის მთავრობას დიდი დრო არ ჰქონია მიგრანტების მისაღებად მომზადებულიყო.
“რომ ვიცოდე, ზუსტად რა ტიპის პოლიტიკა სურს ხალხს, მასზე ვიფიქრებდი და მოვემზადებოდი” – განაცხადა კანცლერმა გამოკითხვის შედეგების კომენტარებისას, რომლის მიხედვითაც, რესპოდენტების 82%-მა განაცხადა, რომ მათ სამიგრაციო პოლიტიკაში გარდაქმნების ნახვა სურთ. “ამაზე არაფერია ნათქვამი გამოკითხვაში” – თქვა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში, რეგიონალური პარალმენტის არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, უკანასკნელი 26 წლის მანძილზე სერიოზული დამარცხება განიცადა და ხმების მხოლოდ 17,6% აიღო – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიასადმა სირიაში მიმდინარე ავიადარტყმებს დაუფარავი აგრესიის აქტი უწოდა
შემდეგი სტატიაუკრაინის გენპროკურორი წითელ მოედანზე მაიდანს წინასწარმეტყველებს