ბერლინში ,,ჰიტლერის ბუნკერი,, აღადგინეს… (VIDEO)

,,დოიჩე ველეს,, ცნობით, ბერლინში Berlin Story Museum-ის მესვეურებმა მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბერლინის იმ ბინკერის ოთახის ზუსტი ასლი შექმნეს, რომელშიც ადოლფ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა ბოლო დღეები გაატარეს.
მუზეუმის დამთვალიერებლებს ახლა უკვე შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ გარემოში ცხოვრობდა ფაშისტების ბელადი ცხოვრების ბოლო დღეებში. ამასთანავე, მუზეუმში, რომელის შენობაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვებისაგან ბერლინელთა თავშესაფარი იყო, შესაძლებელია ბერლინელთა ომის დროინდელი ცხოვრების ამსახველი სტენდებიც ნახოთ.
აღსანიშნავია, რომ ნამდვილი ბუნკერი, სადაც ადოლფ ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს თავს აფარებდა, დიდი ხნის წინ დაანგრიეს და მის ადგილზე ახლა მხოლოდ ტურისტთა გზამკვლევი დაფა დგას.

banner
წინა სტატიაშიNDI საერთაშირისო დელეგაცია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება
შემდეგი სტატიაპუტინმა ალეპოს ჰუმანიტარული პაუზა გაუხანგრძლივა