ბერლინში ბაზრობაზე თავდამსხმაში ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა

წუხელ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმაში დაკავებული ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ მას დანაშაულთან არაფერი აკავშირებს – დღეს გერმანული DPA საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. “23 წლის მამაკაცი ყველაფერს უარყოფს” – წერს Nordbayern სააგენტოზე დაყრდნობით.
შეგახსნებთ, რომ შემთხვევა გუშინ გვიან მოხდა. მამაკაცმა სატვირთო მანქანა ბაზრობაზე ხალხს დააჯახა. გარდაცვლილია 12 ადამიანი, 60-მდე კი დაშავებულია. სატვირთო პოლონურ კომპანიას ეკუთვნის. ფირმის მფლობელი არიელ ჟურავსკი ამბობს, რომ მანქანა, სავარაუდოდ, გატაცებულია, რადგანაც წარმოუდგენელია მის მძღოლს მსგავსი რამ ჩაედინა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მანქანა გატაცებულია.
დღეს დილით პოლიციამ განაცხადა, რომ მანქანა მიზანმიმართულად ხალხის დასახოცად იყო მიმართული. შემთხვევა შეფასდა როგორც ტერაქტი.

banner
წინა სტატიაში21 დეკემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარი იქნება
შემდეგი სტატიაუკრაინელი დიპლომატი: რუსეთი მტერია და უკრაინამ მას თანაგრძნობა არ უნდა გამოუხატოს