ბერლინი საუდის არაბეთის მიერ ისლამისტების დაფინანსებით შეშფოთებულია

ბერლინი ერ-რიადის მიერ რადიკალური ისლამისტების დაფინანსების გამო შეშფოთებას გამოთქვამს – ამის შესახებ Bild am Sonntag-თან გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა ისაუბრა.
“ვაჰაბიტური მეჩეთები მთელ მსოფლიოში საუდის არაბეთის მიერ ფინანსდება. ამ ქვეყნებიდან ბევრი საშიში ისლამისტი შემოდის გერმანიაში” – განაცხადა პოლიტიკოსმა.

“დიდი ოცეულის” შეხვედრაზე ქვეყნის ლიდერებმა ერთხმად დაგმეს ექსტრემისტების დაფინანსება. მათ შორის, საუბარია იმ რეჟიმების წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, რომლებიც ტერორიზმთან არიან კავშირში. საუბარი შეეხო ასევე იმ არხების განადგურებას, საიდანაც შემოდის დაფინანსება. ამისთვის ინფორმაციის გაცვლა დაიგეგმა, რომელიც საეჭვო საბანკო გადარიცხვებს ეხება პირველ რიგში. ასევე, გადაწყდა, ცალკეული დაჯგუფებების და ტერორისტების აქტივების გაყინვა.

საუდის არაბეთი სირიის საკითხზე მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას, რომლის პირველი რაუნდი ვენაში 23 ოქტომბერს გაიმართა. ერ-რიადი პრეზიდენტ ბასარ ასადის გადადგომას უჭერს მხარს. ვენაში გამართულ 14 ნოემბრის შეხვედრაზე, სადაც რუსეთი, აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არაბული სახელმწიფოები და ისლამური თნამშრომლობის ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, გადაწყდა, რომ დამასკოში 6 თვეში არჩევნები გაიმართება. უახლოეს 6 თვეში გარდამავალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ახალ კონსტიტუციას შეიმუშავებს.

banner
წინა სტატიაშირატი ამაღლობელი ხელისუფლების წევრთა პოზიციას პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე, ფარისევლობად აფასებს
შემდეგი სტატიათურქეთმა ერაყში ახალი სამხედრო დანაყოფის გაგზავნაზე უარი თქვა