ბერლინი და პარიზი სირიაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად იბრძოლებენ

გერმანია საფრანგეთთან ერთად ძალას არ დაიშურებს სირიაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად და ცეცხლის შესაწყვეტად – განაცხადა 14 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ხაიკო მაასმა განაცხადა.

“საფრანგეთთან ერთად ვაპირებთ საერთაშორისო ფორმატის შექმნას გავლენიანი სახელმწიფოების მონაწილეობით, რომლებიც სირიაში კონფლიქტის გადაჭრის პოლიტიკური გზის გამოსაყენებლად ძალას არ დაიშურებენ” – სააგენტო Reuters-ი ციტირებს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სიტყვებს, რომლის აზრითაც, პოლიტიკურ პროცესებს ახალი ზეწოლა, ახალი ძალა სჭირდება, მაასი თვლის, რომ დღემდე არსებულ ჟენევის, ასტანასა და სოჭის ფორმატებს კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრის საკითხში წარმატებები არ მოყოლია.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი აფხაზეთი” სირიაში კოალიციის მოქმედებებს გმობს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა