ბერლინალეს გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ბერლინალეს გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს დათვის ქანდაკება დოკუმენტურ სურათს “ცეცხლი წყალში” ერგო.

იტალიელი რეჟისორის, ჯანფრანკო როზის, ფილმი იმ მიგრანტების განსაცდელზე მოგვითხობს, რომლებიც აფრიკის ქვეყნებიდან ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ.

საუკეთესო რეჟისორად ჟიურიმ, რომელსაც წელს მერილ სტრიპი ხელმძღვანელობდა, მია ჰანსენ ლოვი აღიარა და ვერცხლის დათვი გადასცა.

მამაკაცებს შორის საუკეთესო მსახიობად ტუნისელი მაჯიდ მასტურა დასახელდა, ქალებს შორის ამავე ნომინაციაში კი დანიელმა ტრაინ დიურ-ჰოლმა გაიმარჯვა.

ჟიურის გრან–პრი ბოსნიელი რეჟისორის, დანის ტანოვიჩის, სოციალურმა დრამამ “სიკვდილი სარაევოში” მოიპოვა.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთი კონფლიქტების დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა”
შემდეგი სტატიაგატაცებული გოგონას ოჯახის წევრებმა თბილისი-რუსთავის გზატკეცილი გადაკეტეს