ბერილინის ტერაქტში დაშავებულებს 600 ათას ევროზე მეტი გადაუხადეს

ბერლინში დეკემბერში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებულებს, ასევე დაღუპულების ოჯახებს ხელისუფლებამ საერთო ჯამში 600 ათას ევროზე მეტი თანხა გადაუხადა კომპენსაციის სახით – დღეს Heilbronner Stimme-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” აქვეყნებს.
თანხიდან იუსტიციის ფედერალურმა უწყებამ გამოყო 589 ათასი ევრო, ბერლინის მთავრობამ კი – 17 ათასი, დაახლოებით 50 ათასი იყო დაზღვევის თანხა.
ტერაქტი 2016 წლის 19 დეკემბერს მოხდა. ტუნისელმა ანის ამრიმ ხალხს სატვირთო მანქანით გადაუარა. ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა და 50 დაშავდა. ამრი 23 დეკემბერს მილანში მოკლეს იტალიელმა სამართალდამცველებმა.

banner
წინა სტატიაში“ახლოს, ვიდრე ოდესმე” – ვილნიუსის მერმა საქართველოს მოქალაქეებს სიურპრიზი მოუწყო
შემდეგი სტატიათურქეთში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური დააკავეს