ბერდია კალანდიამ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა

berdia-kalandia

პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის ბერდია კალანდიას განცხადებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას და გამგებლის გოგა გულორდავას მოქმედებები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის ახალი ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს არ შეესაბამება.

berdia-kalandia

„მათ მოაახერხეს და აბსოლუტურად გაუცხოვდნენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. განსაკუთრებით კი იმ ნაწილთან, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, საპარლამენტო არჩევნებზე ჩაბმული იყო „ნაციონალების“ მიერ თავს მოხვეულ უთანასწორო ბრძოლაში. მათ არ აღელვებთ მოსახლეობის აზრი და ბედი, ატყუებდნენ ყველას და თვითონვე იხლართებოდნენ საკუთარი სიცრუის ქსელში. ამ საკითხთან დაკავშირებით ლიას მოსახლეობამ ღია წერილითაც მიმართეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გულორდავა და ბელქანია საბოლოოდ განუდგა ხელისუფლებას და მოექცა რაღაც იდუმალი და საეჭვო წრეების გავლენის ქვეშ. ინფორმაციისათვის: წალენჯიხის მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა, რომელიც წალენჯიხელი არ არის, კონტროლის პალატაში მუშაობის პერიოდში ქრთამის აღების გამო სასჯელსაც კი იხდიდა, შემდეგ კი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. რატომ შეწყალა და რის სანაცვლოდ?! რატომ იყო გულორდავა 2012 წლის საპარლამეტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ“?! დღეს, წალენჯიხის „ქართული ოცნება“ მედროვეთა ხროვად გადაიქცა. მიუხედავად არაერთი წერილისა ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი ყურს არ უგედებდა ხალხის ხმას. მალხაზ მჭედლიშვილის და ლაშა სამხარაძე მხოლოდ ჭორების სმენით იყვნენ დაკავებულნი. მათ გაანადგურეს „ქართული ოცნება“ და ხელი შეუწყვეს ოდიოზური ფიგურების მოყვანას „ქართულ ოცნებაში“. რის სანაცვლოდ, ეს თემის მეორე მხარეა….. ჩემთვის მიუღებელია ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლის წარსული დაკავშირებული ქრთამის აღებასთან, რომლის წინაპრები საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დახვრეტის მოთხოვნის ხელმოწერების ორგანიზატორები იყვნენ და მოუწოდებდნენ მოსახლეობას გამსახურდიას განადგურებისკენ. მე ვტოვებ პროტესტის ნიშნად პარტია „ქართულ ოცნებას“ და შესაძლო გართულებების გამო მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ამავე პარტიის ხელმძღვანელობას“, – აცხადებს ბერდია კალანდია.

banner
წინა სტატიაშიმაჟორიტარ დეპუტატს საკუთარ კაბინეტში საკრებულოს წევრი შეუვარდა:-დაპირისპირება წალენჯიხაში( VIDEO)
შემდეგი სტატია„ვტოვებ პროტესტის ნიშნად პარტია „ქართულ ოცნებას“