ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრიდან შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგები მიიღონ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 23:43

ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრიდან შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგები მიიღონ

მნიშვნელოვანი

  • ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრიდან შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგები მიიღონ

სხვა სტატიები

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აქციის მონაწილეების ყველა მოთხოვნაზე.

ის აქციის მონაწილეებთან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა და განცხადების გაკეთების შემდეგ, ისევ დაბრუნდა შს მინისტრთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, მიიღონ მნიშვნელოვანი შედეგები.

წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მოვალ და გეტყვით ყველაფერს, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. მთავარია, ვიყოთ ერთიანად, ძლიერად, მტკიცედ. მადლობა, რომ ხართ აქ და იბრძვით სიმართლისთვის და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 23:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,845
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics