ბექა ხახუბიას საქმეზე გორის სასამართლოში ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ

გორის სასამართლოში ბექა ხახუბიას საქმეზე დღეს ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. ბრალდებული პოლიცილების მოწმედ 2 ექსპერტ-ქიმიკოსი და 2 სასაქონლო ექსპერტი იყო გამოძახებული, თუმცა სასაქონლო ექსპერტის დასკვნები ბრალდებამ უდაოდ მიიჩნია და მხარეთა შეთანხმებით ისინი სასამართლოზე დაკითხვისგან გათავისუფლდნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ბრალი ედებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რასაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. ბექა ხახუბია გორის გვირაბთან, საპატრულო პოლიციის მოწყობილ ბარიერთან შეჯახებისას დაიღუპა.

„ექსპერტიზით დასტურდება თუ რომელმა მანქანამ რა ზიანი განიცადა, რა ღირებულების არის მათზე მიყენებული ზიანი. ეს ჩვენს შორის სადაო საკითხი ნამდვილად არ არის, აქედან გამომდინარე დღევანდელი საქმის განხილვა ფაქტობრივად დასრულებულია,“-განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში რომან გოცირიძეს – რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაცმოძრაობა“
შემდეგი სტატია“არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ბრალის წაყენებაც მოხდეს მერაბიშვილის მიმართ”