ბექა ბასილაია – ფოთში სულ მალე დამთავრდება ეკა ბესელიას კლანის თარეში

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

ფოთში, ახალ რაიონში, სანდრა რულოვსი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას და ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. თავისი გამოსვლისას მან მხარდაჭერა გამოუცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატს ბექა ბასილაიას.

,,ფოთში ვიმყოფებით, ვეხმარებით ბექა ბასილაიას,რომელიც ჩვენი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. მას აქვს მოგების ძალიან დიდი შანსი. ჩვენს ოფისში ბევრი ადამიანი მოდის, მხარდაჭერას გვიცხადებს და ეს არ მიკვირს. ბექას აქვს ფოთელებისთვის მორგებული პროგრამა, პორტის, სანაპირო ზოლის, ტყეპარკის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების გეგმა. ხალხმა იცის, რომ ჩვენ საქმის გაკეთება ვიცით, რომ ჩვენი დაპირებები სრულდება, ამიტომაც ჩვენი იმედი აქვთ და არ უნდათ უყურონ უიმედობას. ყველას და მათ შორის მეც მინდოდა გაგრძელებულიყო ჩვენი მთავრობის დროს დაწყებული სასიკეთო საქმეები. სამწუხაროდ, ამ ოთხი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, ქვეყანა მიდის უკან. ჩვენ შეგვიძლია ეს დემოკრატიული გზით გამოვასწოროთ“, -განაცხადა შეხვედრაზე სანდრა რულოვსმა.

თავის მხრივ, ბექა ბასილაიამ სანდრა რულოვს მადლობა გადაუხადა და შეკრებილებს ბევრი სასიკეთო საქმის კეთებას დაჰპირდა.

,,ფოთში სულ მალე დამთავრდება ეკა ბესელიას კლანის თარეში. ჩვენ ამ ქალაქში ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ და საქმის კეთებას სწორედ აქედან, ახალი რაიონიდან დავიწყებთ,რომელიც უნდა იყოს ჩვენი აღმშენებლობის სიმბოლო. ჩვენ ვიმუშავებთ არა მხოლოდ ფოთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.იმ სოფლებისთვის,რომლებიც რატომღაც ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის და ლანჩხუთის გერად ჩათვალა და ფოთის მაჟორიტარულ ოლქს გაუერთიანა. თუმცა გპირდებით ურეკელებს ,რომ არანაკლები წინსვლა და აღმშენებლობა იქნება თქვენთან, ვიდრე ფოთში“, – განაცხადა ბასილაიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

banner
წინა სტატიაში“20 წელიწადზე მეტია, დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა და ამ პერიოდში, რეფერენდუმები ჩატარებულა”
შემდეგი სტატიამევენახეები სუბსიდიას წელსაც მიიღებენ